კუნთის დაღლილობა

კუნთის დაღლილობა

რა არის კუნთის დაღლილობა?

დროთა განმავლობაში, განმეორებითი მოძრაობების გამო, მოსალოდნელია იგრძნოთ კუნთის სისუსტე. ეს მდგომარეობა შეიძლება დავახასიათოთ როგორც კუნთის დაღლილობა.

ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი ვარჯიში, ფიზიკური აქტივობაა, თუმცა ზოგჯერ სხვა მდგომარეობის სიმპტომს წარმოადგენს.

კუნთის დაღლილობას შესაძლოა უჩიოდეთ შემდეგი მიზეზის გამო:

  • ედისონის დაავადება;
  • ასაკი;
  • ანაერობიული ინფექციები;
  • ანემია;
  • შფოთვა;
  • ბოტულიზმი;
  • ცერებრალური დამბლა;
  • ქიმიოთერაპია;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
  • გაუწყლოება;
  • დეპრესია;
  • ფიბრომიალგია;
  • C ჰეპატიტი;
  • გრიპი;
  • ზოგიერთი მედიკამენტი (გვერდითი ეფექტი);
  • მინერალების დეფიციტი;
  • კუნთის დისტროფია;
  • ორსულობა;
  • უძილობა;
  • ინსულტი;
  • ტუბერკულოზი და სხვა.

კუნთის დაღლილობა ყალიბდება ორგანიზმის ნებისმიერ არეში - ძირითადი ჩივილი კუნთის სისუსტეა.

სხვა სიმპტომებია:

  • ლოკალიზებული ტკივილი;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • კუნთის კრუნჩხვითი შეკუმშვა;
  • სპაზმი;
  • მოჭერითი ხასიათის ტკივილი;
  • კანკალი.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ სიმპტომი გამწვავდა და დისკომფორტის ფონზე გიჭირთ ყოველდღიური საქმიანობის შესრულება. აუცილებელია დროული და ზუსტი დიაგნოსტირება, რადგან სავსებით შესაძლებელია ეს ჩივილი რომელიმე სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს.

 

 

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/muscle-fatigue#symptoms