რა არის ემეტოფობია?
ემეტოფობიით დაავადებულ ადამიანს ღებინების ეშინია, აშინებს ავად გახდომის ფაქტი და უსიამოვნო შეგრძნება უჩნდება თუ ხედავს სხვა როგორ აღებინებს.
ეს ფობია უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების რიტმზე, მაგალითად, ემეტოფობიის გამო პიროვნება არ სადილობს რესტორანში, ერიდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, იშვიათად მოგზაურობს, არ სინჯავს ახალ კერძებს, ისტერიულად აკონტროლებს ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ემეტოფობიის მართვა შესაძლებელია ფსიქოთერაპიით.
ამ ფობიისთვის დამახასიათებელია შემდეგი ტიპის ქცევა:
- თავს არიდებთ იმ საკვებს ან ადგილს, რომელიც თქვენთვის ღებინებასთან ასოცირდება;
- არ სინჯავთ ახალ კერძს, სასმელს;
- მხოლოდ სახლში ჭამთ;
- საკვებს სუნავთ და პროდუქტებს საფუძვლიანად ამოწმებთ;
- შეძლებისდაგვარად ერიდებით საავადმყოფოს, რადგან არ გსურთ ნახოთ დაავადებული პაციენტი როგორ აღებინებს;
- გულისრევის ან კუჭის აშლილობის საპრევენციო წამლებს სვამთ;
- ჯანმრთელობის მონიტორინგის თქვენეული ხედვა გადაჭარბებულია, მაგალითად, სრულიად უმიზეზოდ იზომავთ სიცხეს;
- საჭიროზე ხშირად იბანთ ხელს, რეცხავთ ჭურჭელს;
- არ დალევთ წამალს თუ მის ანოტაციაში ამოიკითხავთ, რომ მედიკამენტის შესაძლო გვერდითი ეფექტი გულისრევაა;
- ღებინების პათოლოგიური შიშის გამო თავს არიდებთ მოგზაურობას, სკოლას, წვეულებებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ნებისმიერ ადგილს, სადაც ხალხია;
- სიტყვა ღებინებაც კი აუხსნელ შიშს იწვევს;
- შეძლებისდაგვარად ერიდებით სივრცეს, სადაც შეიძლება გულისრევის გამომწვევი სუნი იყოს;
- ღებინებაზე ფიქრის შემთხვევაში უჩივით სუნთქვის უკმარისობას, ჩხვლეტას გულის არეში, გიჩქარდებათ გულისცემა.
წყარო: