ხმაურით გამოწვეული დაღლილობა

ხმაურით გამოწვეული დაღლილობა

როდესაც დაღლილობაზე საუბრობენ უმეტესად ფიზიკური აქტივობით გამოწვეულს გულისხმობენ.

თუმცა ზოგჯერ გადაქანცვის, გამოფიტვის მიზეზი სულაც არ არის ვარჯიში თუ სხვა ტიპის აქტივობა და რეალური პრობლემა გარემოში არსებული ხმაურია.

მავნებელი ხმაური აზიანებს პროდუქტიულობას, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, სიფხიზლეს. ხმამაღალი ტონალობა პირველ რიგში სმენას ემუქრება. გარემოში არსებული ხმაური სავსებით შესაძლებელია ფიზიკური და მენტალური გამოფიტვის ხელშემწყობი ფაქტორი გახდეს.

როდესაც ადამიანი საქმეს ასრულებს და უკანა ფონზე ხმაურია, ტვინს გაცილებით აქტიურად უწევს ფუნქციონირება და მაქსიმალურად ცდილობს ეს შემაწუხებელი ხმა ჩაახშოს - შედეგად პიროვნებას უჭირს საქმეზე კონცენტრირება, ღიზიანდება.

ხმაურით გამოწვეული დაღლილობა უჩვეულო არ არის სამუშაო გარემოში. ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა შეძლებისდაგვარად უნდა შექმნან მშვიდი სივრცე - დასაქმებული კონცენტრირებული უნდა იყოს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე და არა ხმაურის ჩახშობაზე.

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ხმაურს ვერც სახლში ემალება - რამდენჯერ გაუღვიძებიხართ ავტომობილის ხმას, მეზობლების გართობას ან ქუჩაში მოსეირნე ახალგაზრდების კისკისს?

თუ შესაძლებელია შეიძინეთ ისეთი ფანჯარა ან კარი, რომელიც ხმის იზოლაციითაა აღჭურვილი. საუკეთესო ვარიანტია საძინებლის ფანჯარა დახუროთ, მობილურის ხმა ვიბრაციაზე გადაიყვანოთ, გათიშოთ ელექტრო მოწყობილობები.

ზოგიერთ ადამიანს დაძინებაში ეხმარება თეთრი ხმაური ან ისეთი მუსიკის მოსმენა, რომელიც ნერვულ სისტემას ამშვიდებს/ორგანიზმს ადუნებს.

გახსოვდეთ, მშვიდი ძილი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. ქრონიკული უძილობა ისეთი პათოლოგიების რისკ-ფაქტორია როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადება, დიაბეტი ტიპი 2, წონის მატება.

 

 

 

წყარო:

https://circadian.com/blog/noise-fatigue