აგრესიული ქცევა - რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზის შესახებ?

აგრესიული ქცევა - რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზის შესახებ?

რა იწვევს აგრესიულ ქცევას?

აგრესია არ ყალიბდება ერთი სპეციფიკური მიზეზის გამო, არამედ ამ ტიპის ქცევა ჩნდება რიგი ფაქტორების ფონზე, განვიხილოთ დეტალურად.

ბიოლოგიური ფაქტორები:

  • ტვინის არარეგულარული განვითარება;
  • გენეტიკა;
  • ტვინის ქიმიური და ჰორმონული დისბალანსი;
  • მედიკამენტის ან სხვა ნივთიერებების გვერდითი ეფექტი;
  • დაავადებები, რომელიც აზიანებს ტვინს (მაგალითად, ეს დაავადებებია ინსულტი, დემენცია, თავის ტრავმა).

ფსიქოლოგიური ფაქტორები:

  • ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომი;
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობა;
  • აუტიზმი;
  • ბიპოლარული აშლილობა;
  • შიზოფრენია;
  • დეპრესია;
  • ქრონიკული სტრესი;
  • ანტისოციალური პიროვნული აშლილობა;
  • ქცევითი აშლილობა;
  • ოპოზიციურ-გამომწვევითი აშლილობა.

რასაკვირველია, ანამნეზში ეს მენტალური დაავადებები ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტი გარშემომყოფების მიმართ აუცილებლად აგრესიული იქნება.

გარემო ფაქტორები

გასათვალისწინებელია გარემო ფაქტორებიც, მაგალითად, ყოველდღიური ცხოვრების რიტმის გარკვეულმა გარემოებამ თუ გამოწვევამ შეიძლება აგრესიულ ქცევამდე მიგიყვანოთ.

აგრესია შეიძლება იყოს ბუნებრივი რეაქცია სტრესზე, შიშზე ან კონტროლის დაკარგვაზე.

აგრესიული ქცევა ხშირად ახასიათებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან თუ როგორ მართონ ემოციები.

აგრესიული ქცევა შეიძლება გამოავლინოთ თუ:

  • ბავშვობაში დედმამიშვილისგან გრძნობდით ბულინგს ან გყავდათ მოძალადე მშობლები;
  • იზრდებოდით სივრცეში, სადაც ძალადობა და აგრესია ნორმად ითვლებოდა;
  • უსამართლო, უგულო დამოკიდებულება მასწავლებლების თუ კლასელების მხრიდან.

 

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/aggressive-behavior#treatment