გაწუხებთ ეს სიმპტომები?
ორგანიზმის მიკროფლორა უამრავი სასარგებლო ბაქტერიისგან შედგება. თუმცა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბაქტერიების დისბალანსის ფონზე ნაწლავის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ყალიბდება.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გაღიზიანება მსუბუქი ფორმისაა და სპეციფიკური ჩარევა არაა საჭირო, ანუ სიმპტომებს ორგანიზმი დამოუკიდებლად უმკლავდება, თუმცა მწვავე მიმდინარეობისას მკურნალობის კურსში ექიმის ჩართვა აუცილებელი ხდება.
ნაწლავის ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- კვების რაციონის ცვლილება (თუ დიდი რაოდენობით იღებთ ცილას, შაქარს);
- მიირთვით გაურეცხავი ხილი;
- ორი ან მეტი ალკოჰოლური სასმელი დალიეთ;
- მკურნალობთ ახალი მედიკამენტით, მაგალითად, ანტიბიოტიკით, რომელიც ზემოქმედებს ნაწლავის ფლორაზე;
- არ ზრუნავთ პირის ღრუს ჰიგიენაზე და შესაბამისად, ბაქტერია გამრავლდა, დაირღვა ბალანსი;
- ზედმეტი შფოთვისგან ან სტრესისგან ორგანიზმი გამოიფიტა, დაქვეითდა იმუნური სისტემა;
- ინტიმური კავშირისას არ იცავდით თავს.
ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
- გაღიზიანებული კუჭი;
- გულისრევა;
- შეკრულობა;
- დიარეა;
- გიჭირთ მოშარდვა;
- ვაგინალური ან რექტალური ქავილი;
- შებერილობა;
- გულმკერდის ტკივილი;
- გამონაყარი ან სიწითლე;
- დაღლილობა;
- კონცენტრაციის უნართან დაკავშირებული პრობლემები;
- შფოთვა;
- დეპრესია.
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე - როგორც წესი, ინიშნება მედიკამენტური თერაპია, ამასთან, პაციენტმა უნდა შეცვალოს რაციონი.
წყარო:
https://www.healthline.com/health/digestive-health/dysbiosis