შესაძლებელია თუ არა თავიდან ავირიდოთ კატარაქტა?
კატარაქტა ბროლის შემღვრევაა, რომლის დროსაც მხედველობა ხდება ბუნდოვანი, სიმკვეთრეს კარგავს.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში თვალის დაავადება ყალიბდება ნელა და ადრეულ სტადიაზე პაციენტს მხედველობის პრობლემა არ აქვს, თუმცა პათოლოგიის პროგრესირებასთან ერთად მხედველობასთან დაკავშირებით ცვლილებები ჩნდება.
ცნობისათვის, მსოფლიოს მასშტაბით კატარაქტა მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზია.
თავდაპირველად მკვეთრი განათება და სათვალე პაციენტს მდგომარეობას უუმჯობესებს, თუმცა თუ მხედველობის დაქვეითების ფონზე ფერხდება ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი, ოფთალმოლოგი საჭიროდ ჩათვლის ქირურგიულ ჩარევას. კატარაქტას ოპერაცია უსაფრთხო და ეფექტური პროცედურაა.
პრევენცია
არ არსებობს კონკრეტული სამეცნიერო დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ კატარაქტას სრული პრევენცია ან დაავადების პროგრესირების შენელება შესაძლებელია, თუმცა გარკვეული მეთოდები მხედველობაზე დადებითად აისახება.
რეკომენდებულია:
- რეგულარულად გაიარეთ ოფთალმოლოგის კონსულტაცია, შეამოწმეთ მხედველობა;
- უარი თქვით თამბაქოზე;
- უნდა მართოთ სხვა დაავადება (მაგალითად, ანამნეზში დიაბეტი);
- ხშირად მიირთვით მკვებავი ნივთიერებებით, ვიტამინებით, მინერალებით, ანტიოქსიდანტებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული;
- ისარგებლეთ მზისგან დამცავი სათვალით;
- შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cataracts/symptoms-causes/syc-20353790