რა უნდა ვიცოდეთ პრობიოტიკის შესახებ?
პრობიოტიკი შედგება კარგი/მეგობარი ბაქტერიისგან და უჯრედისისგან, რომელიც ბუნებრივად ცხოვრობს თქვენს ორგანიზმში.
ნაწლავში ბევრი ბაქტერია ბუდობს, თუმცა ყველა როდია სასარგებლო თქვენი ორგანიზმისთვის.
როცა ცუდი ბაქტერიების რაოდენობა სასარგებლოს აჭარბებს, ორგანიზმში რიგი უარყოფითი ცვლილებები ყალიბდება. ბაქტერიების დისბალანსის ფონზე ადამიანი იმატებს წონას, უჩნდება კანის პრობლემები, უვითარდება შეკრულობა, დიარეა და სხვა ქრონიკული დაავადებები.
პრობიოტიკი ერთგვარი კარგი ბაქტერიაა, რომელიც ორგანიზმის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს, ბალანსს იცავს, ანთებითი დაავადებების რისკს ამცირებს, აძლიერებს იმუნიტეტს.
ყველა ადამიანის მიკრობიომა უნიკალურია, არავის აქვს ერთნაირი მიკრობული უჯრედები, ტყუპსაც კი.
დაუშვებელია (ექიმის მეთვალყურეობის გარეშე) ხელოვნურად ჩაერიოთ ორგანიზმში და თვითნებურად მიიღოთ პრობიოტიკების დანამატები - გახსოვდეთ, სხეული ბუნებრივად ახერხებს ბალანსის შენარჩუნებას.
კარგი ბაქტერია სხეულის ბუნებრივი ნაწილია. ერთადერთი რაც გევალებათ არის ის, რომ ხშირად მიირთვათ ჯანსაღი პროდუქტები, ბოჭკოთი მდიდარი რაციონი.
პრობიოტიკს შეიცავს:
- იოგურტი;
- კეფირი;
- ხაჭო;
- მჟავე კომბოსტო;
- კიტრის მწნილი;
- მწვანე ზეთისხილი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/articles/14598-probiotics