რა არის მოძრაობის დაავადება?
მოძრაობის დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც ტვინი ვერ ახერხებს თვალებიდან, ყურიდან და სხეულის სხვა არედან მიღებული ინფორმაციის გადამუშავებას, აღქმას.
მოძრაობის დაავადება გაქვთ თუ თავს ცუდად გრძნობთ ავტომობილის, თვითმფრინავის, გემის მოძრაობის გამო და სიმპტომები მაშინაც კი გაწუხებთ, როდესაც გასართობ პარკში ატრაქციონით სარგებლობთ.
ამ დისკომფორტისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა განსაკუთრებით ხშირად აწუხებთ ბავშვებსა და ქალებს.
მოძრაობის დაავადების განვითარების რისკი მაღალია შემდეგი მდგომარეობის ფონზე:
- ოჯახური ანამნეზი;
- ჩასახვის საწინააღმდეგო აბები;
- შუა ყურის პათოლოგიები;
- მენსტრუაცია;
- შაკიკი;
- პარკინსონის დაავადება;
- ორსულობა.
მოძრაობის დარღვევა თქვენთვის ნამდვილი სიურპრიზი შეიძლება იყოს, რადგან სავსებით შესაძლებელია ერთ წუთში თავს შესანიშნავად გრძნობდეთ და უეცრად სიმპტომებმა შეგაწუხოთ.
მოძრაობის დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:
- ცივი ოფლი;
- თავბრუსხვევა;
- დაღლილობა;
- თავის ტკივილი;
- გაღიზიანება;
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- გულისრევა და ღებინება;
- პირის ღრუში მომატებულია ნერწყვი;
- ფერმკრთალი კანი;
- აჩქარებული სუნთქვა, შეგრძნება თითქოს ჰაერი არ იყოს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/articles/12782-motion-sickness