რას ნიშნავს ნაწლავის მიკრობიომა?
ჩვენს ორგანიზმში ტრილიონობით მიკრობი ბინადრობს. მიკრობებთან კონტაქტი გვაქვს თითქმის ყველგან, მაგალითად, ბინადრობენ ჰაერში, მცენარეებში, ნიადაგში, წყალში, ნებისმიერ ზედაპირზე.
სხეული შედგება ბაქტერიებისგან, ვირუსებისა და სოკოსგან - ყველა ამ მიკროორგანიზმის ერთობლიობას მიკრობიომა ეწოდება. ორგანიზმის ეს სისტემა გავლენას ახდენს სხვადასხვა ორგანოს ფუნქციონირებაზე.
მიკრობების დიდი ნაწილი განთავსებულია კანსა და ნაწლავებში.
სასარგებლო ბაქტერია (მეგობარ ბაქტერიასაც უწოდებენ) და სხვა მიკრობები გეხმარებათ საჭმლის მონელების პროცესში, აძლიერებს იმუნიტეტს, აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ტვინისა და სხვა ორგანოებისთვის. სასარგებლო ბაქტერია გამოიმუშავებს ვიტამინებს, ორგანიზმს იცავს მავნე მიკრობებისგან.
როდესაც სხვადასხვა მიზეზის ფონზე სხეულის თავდაცვითი პოტენციალი იკლებს და სასარგებლო ბაქტერიების ბალანსი ირღვევა, ჯანმრთელობის პრობლემები ჩნდება.
სამწუხაროდ, ზოგჯერ თავადვე ვარღვევთ ბალანსს, მაგალითად, ანტიბიოტიკების უკონტროლო გამოყენება მიკრობთა სამყაროს მიმართ განხორციელებული აგრესიის ერთ-ერთი საშიში ფორმაა.
ნაწლავებში ათასობით სხვადასხვა ტიპის კარგი ბაქტერია ბინადრობს, თუმცა არაჯანსაღი მიკრობების გამრავლების შემთხვევაში დაავადებების განვითარების რისკი იზრდება.
მიკრობიომაზე ზრუნვა აუცილებელია პირველ რიგში ნაწლავისთვის, რადგან ამ ორგანოს ბევრი პათოლოგია სწორედ მიკრობიომის ბალანსის დარღვევის ფონზე ყალიბდება, მაგალითად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (შებერილობა, სპაზმი, მუცლის ტკივილი) ნაწლავის ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო ჩნდება; მიკრობი დიდი რაოდენობით აირებსა და სხვა ქიმიკალებს გამოიმუშავებს, რაც ნაწლავებში დისკომფორტის მიზეზია.
რეკომენდებულია ხშირად მიირთვათ პრობიოტიკებით მდიდარი პროდუქტები, დაუშვებელია თვითნებურად (ექიმის ნებართვისა და შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის გარეშე) მიიღოთ ანტიბიოტიკები.
წყარო:
https://www.healthline.com/nutrition/gut-microbiome-and-health