ხმელთაშუა ზღვის დიეტა

ხმელთაშუა ზღვის დიეტა

რა არის ხმელთაშუა ზღვის დიეტა?

ხმელთაშუა ზღვის დიეტა არ არის განსაზღვრული კვების სისტემა თუ ინსტრუქცია, არამედ წარმოადგენს კვებითი ჩვევებისა და პრინციპების კრებულს.

ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მაცხოვრებლები ფიზიკურად აქტიურები არიან (უყვართ ცურვა და სეირნობა) და ძირითადად, ზეითუნის ზეთით მომზადებულ კერძებს მიირთმევენ. მათი კვების რაციონი მდიდარია ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით, პარკოსნებით, თხილეულით - უპირატესობას ანიჭებენ ზღვის პროდუქტებს, ფრინველის ხორცს, ზომიერად მიირთმევენ რძის ნაწარმს (უმეტესად ყველი და იოგურტი), ძალიან იშვიათად ჭამენ შაქრიან, ცხიმიან კერძებს, შეძლებისდაგვარად ერიდებიან ტკბილ სასმელებს, კარაქს.

ხმელთაშუა ზღვის რაციონი დაფუძნებულია მცენარეულ პროდუქტებსა და ჯანსაღ ცხიმზე.

მეცნიერები ადასტურებენ, რომ ხმელთაშუა ზღვის კვებითი ჩვევის ფონზე მნიშვნელოვნად ქვეითდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სხვა ქრონიკული პათოლოგიების რისკი, ძლიერდება იმუნიტეტი, უმჯობესდება გუნება-განწყობილება.

მიირთმევენ შემდეგი პრინციპით:

  • დიდი რაოდენობით ხილი, ბოსტნეული, თხილეული, პარკოსნები;
  • მთლიანი მარცვლეული;
  • კერძებისთვის ზეითუნის ზეთი;
  • ზომიერად თევზი;
  • ზომიერად ყველი და იოგურტი;
  • მცირე დოზით ან უარი ხორცზე (თუ მიირთმევენ, უპირატესობას ანიჭებენ ფრინველის ხორცს);
  • მცირე დოზით ან სრული უარი ტკბილეულზე, შაქრის შემცველ სასმელებზე, კარაქზე.

ხმელთაშუა ზღვის დიეტის სასარგებლო გავლენა ორგანიზმზე ასე გამოიყურება:

  • ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს;
  • გეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანსაღი, ნორმალური წონა;
  • გინარჩუნებთ სისხლში შაქრის ადეკვატურ მაჩვენებელს;
  • ეფექტურია ჯანსაღი არტერიული წნევის შესანარჩუნებლად;
  • აქვეითებს მეტაბოლური სინდრომის რისკს;
  • გეხმარებათ ნაწლავის მიკროფლორის ბალანსში;
  • სასარგებლოა ტვინისთვის;
  • დღეგრძელობის საწინდარია.

     

    წყარო:  

    https://my.clevelandclinic.org/health/articles/16037-mediterranean-diet