ჩაინიშნეთ სია, იზრუნეთ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
საკვები ბოჭკო (უჯრედისი) ორგანიზმის გამწმენდია.
საკვები ბოჭკოს მეშვეობით, ორგანიზმიდან ტოქსინები გაცილებით მარტივად იდევნება - იგი აუმჯობესებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას, გვიცავს შეკრულობისგან, მნიშვნელოვნად ამცირებს ბუასილის რისკს.
გაითვალისწინეთ, ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტი გაცილებით სწრაფად და ეფექტურად იწვევს კუჭის სისავსისა და დანაყრების შეგრძნებას, შესაბამისად, აუცილებელია მათთვის, ვინც ზედმეტ წონას ებრძვის, დიეტას იცავს.
ბოჭკოს სასარგებლო თვისებებია:
- ხელს უწყობს წონის კლების პროცესს;
- აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს;
- ებრძვის შეკრულობას;
- სასარგებლოა გულისთვის;
- კვებავს ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიას.
რეკომენდებულია მიირთვათ:
- მსხალი;
- მარწყვი;
- ავოკადო;
- შვრია;
- ვაშლი;
- ჟოლო;
- ბანანი;
- სტაფილო;
- ჭარხალი;
- ბროკოლი;
- ბრიუსელის კომბოსტო;
- ისპანახი;
- პომიდორი;
- ოსპი;
- ლობიო;
- ბარდა;
- ნუში;
- ტკბილი კარტოფილი;
- შავი შოკოლადი.
წყარო: