როგორ ავირიდოთ თავიდან მუცლის ტკივილი?

როგორ ავირიდოთ თავიდან მუცლის ტკივილი?

პრევენციის მეთოდები.

მუცლის არეში ტკივილი უმეტესად აღიქმება როგორც კუჭის დისკომფორტი, თუმცა სავსებით მოსალოდნელია უსიამოვნო შეგრძნება სრულიად სხვა ორგანოდან მომდინარეობდეს.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამომწვევი მიზეზებია ნაწლავებში აირების დაგროვება, შეკრულობა, დიარეა, კვებითი ალერგია, საკვებისმიერი მოწამვლა, მენსტრუაცია, კუჭის გრიპი. თუმცა ზოგჯერ დისკომფორტი გაცილებით საშიში პათოლოგიითაა გამოწვეული.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ მუცლის ტკივილს ვერაფერს უკავშირებთ, სიმპტომმა მიიღო ქრონიკული სახე ან მდგომარეობა გამწვავდა.

ზოგჯერ მუცლის ტკივილის სრული პრევენცია შეუძლებელია. თუმცა გარკვეული მეთოდებით მუცლის ტკივილის რისკის მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია.

გირჩევთ:

  • მიირთვათ ჯანსაღი პროდუქტები, მოერიდეთ მჟავე, ცხარე, ცხიმიან კერძებს;
  • დღის განმავლობაში ხშირად დალიეთ წყალი;
  • რეგულარულად ივარჯიშეთ;
  • მიირთვით მცირე ულუფა;
  • საღამოს ვახშმიდან მინიმუმ 2 საათი ნუ დაიძინებთ, შეძლებისდაგვარად ფიზიკურად დაიტვირთეთ, იმოძრავეთ.

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/abdominal-pain#prevention