რა ფუნქციას ასრულებს ნაღვლის ბუშტი ორგანიზმში?
ნაღვლის ბუშტი პატარა, მსხლის ფორმის ორგანოა, რომელიც მუცლის ღრუს ზედა მარჯვენა არეში მდებარეობს, მოთავსებულია ღვიძლის ქვეშ.
ნაღვლის ბუშტი გამოყოფს და იმარაგებს ნაღველს - ნაღველი სასარგებლოა ცხიმის მონელებისთვის. ნაღვლის ბუშტი საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილია.
ვიდრე ჭამას დაიწყებთ, ნაღვლის ბუშტი უკვე სავსეა ნაღველით. საკვების მიღების დროს ნაღვლის ბუშტი სიგნალს იღებს და იკუმშება, ნაღველს სანაღვლე სადინრისკენ გზავნის. ნაღველი პოულობს გზას ნაღვლის უდიდესი სადინრის მიმართულებით, ხოლო შემდეგ თორმეტგოჯა ნაწლავში საკვებს უერთდება, მონელების პროცესს ელოდება. ჭამის შემდეგ ნაღვლის ბუშტი იცლება.
როდესაც ადამიანს ნაღვლის ბუშტზე პრობლემა აქვს, აწუხებს შემდეგი სიმპტომები:
- მუცლის ღრუს შუაგულში ან მარჯვენა ზედა არეში ტკივილი (ტკივილი შეიძლება იყოს სუსტი ან მწვავე, მუდმივი, ან არარეგულარული. ტკივილი შეიძლება გადაეცემოდეს გულმკერდისა და ზურგის არესაც);
- ცხიმიანი კერძის გამო ტკივილი;
- სიყვითლე;
- გულისრევა და ღებინება;
- სიცხე;
- კანკალი;
- ღია ყავისფერი შარდი ან ღია ფერის განავალი.
რიგი რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში ნაღვლის ბუშტის კენჭებისა და სხვა ტიპის ინფექციების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.
სასურველია შეინარჩუნოთ ნორმალური წონა და მიირთვათ ჯანსაღი პროდუქტები.
ნაღვლის ბუშტისთვის მავნებელია წონის სწრაფი კლება და მატება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/body/21690-gallbladder