ემოციური სტრესის ნიშნები

ემოციური სტრესის ნიშნები

სტრესი ყოველდღიური ცხოვრების წნეხით გამოწვეული ნორმალური რეაქციაა.

ნერვიულობა, შიში, სიბრაზე, მოწყენილობა და სხვა ემოციები ორგანიზმის ნორმალური რეაგირებაა. ყველა ეს ემოცია ჩვენი ცხოვრების ნაწილია, თუმცა თუ სტრესის გამო საქმიანობის შესრულება გიჭირთ ან გამოიფიტეთ, ეს უკვე საყურადღებოა და ძალიან არაჯანსაღ მდგომარეობაზე მიუთითებს.

ემოციური სტრესი ვლინდება ფიზიკური, მენტალური და ქცევითი სიმპტომებით.

ფიზიკური სიმპტომებია:

  • აჩქარებული გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში;
  • სხეულის ტკივილი;
  • თავის ტკივილი;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • დაღლილობა;
  • დეპრესიული განწყობა;
  • შფოთვა;
  • თავბრუსხვევა;
  • წონის კლება ან მატება;
  • კბილების კრაჭუნი;
  • უჩვეულოდ დიდხანს გძინავთ ან პირიქით;
  • კუჭ-ნაწლავის პრობლემები;
  • პრობლემები ინტიმურ კავშირთან დაკავშირებით.

მენტალური ან ქცევითი სიმპტომები:

  • ჩვეულებრივზე მეტად ემოციური ხართ;
  • შეგრძნება გაქვთ რომ ემოციების გამო კიდეზე, ზღვარზე იმყოფებით;
  • მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, კონცენტრირება;
  • ემოციურ სტრესს რომ გაუმკლავდეთ სვამთ ალკოჰოლს.

 

 

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/articles/6406-emotional-stress-warning-signs-management-when-to-get-help