ზღვის ავადმყოფობა

ზღვის ავადმყოფობა

რა არის ზღვის დაავადება?

თუ ერთხელ მაინც შეუწუხებიხართ ერთგვარ მოძრაობის დაავადებას, რომელსაც იწვევს ავტომობილით თუ თვითმფრინავით მგზავრობა ან დისკომფორტი გიგრძვნიათ გასართობი პარკის ატრაქციონების გამო, დიდია რისკი ზღვის ავადმყოფობა შეგეყაროთ.

ზღვის დაავადება ჩნდება შიდა ყურში მიმდინარე რეაქციის ფონზე (რეაქცია წარმოიქმნება გემის თუ ნავის მოძრაობის დროს) და ვლინდება გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა. სიმპტომები შესაძლოა გაჩნდეს საზღვაო ტრანსპორტისთვის დამახასიათებელი სუნის (თევზი, დიზელი) გამოც.

ზღვის ავადმყოფობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ალაგდება როგორც კი ორგანიზმი შეეჩვევა გემის მოძრაობას.

სიმპტომების შემსუბუქებისთვის რეკომენდებულია:

  • მიიღეთ სითხე (წყალი, ვაშლის ან სტაფილოს წვენი);
  • არ დალიოთ რძე და ყავა;
  • მიირთვით წვნიანი;
  • შეძლებისდაგვარად იმოძრავეთ;
  • უნდა ისუნთქოთ სუფთა ჰაერი, ხშირად გადით გემბანზე.

წყარო:  

https://oceanservice.noaa.gov/facts/seasickness.html