დისკომფორტი თვალში - თვალის ტკივილის გავრცელებული მიზეზები

დისკომფორტი თვალში - თვალის ტკივილის გავრცელებული მიზეზები

რა იწვევს თვალის ტკივილს?

ტკივილს შესაძლოა უჩიოდეთ ერთ ან ორივე თვალში. დისკომფორტი შესაძლოა იგრძნობოდეს როგორც ზედა არეში, ისე შიდა სტრუქტურაში. ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე (ბასრი, გამჭოლი) ან გრძნობდეთ ქავილს თუ პულსაციას, ფეთქვას.

თვალის მწვავე ტკივილი, რომელსაც თან ახლავს მხედველობის დაკარგვის ნებისმიერი ხარისხი, საყურადღებოა - ეს ჩივილი ყოველთვის თვალის ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემაზე მიგვანიშნებს და დროულ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. მდგომარეობა საყურადღებოა თუ თვალის ტკივილი ინტენსიურია, მდგომარეობა არ უმჯობესდება და თან ახლავს სხვა სიმპტომებიც.

მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე - ზოგჯერ საჭიროა მხოლოდ თვალის წვეთები ან დამცავი საშუალებები, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.

თვალის ტკივილის რისკი მაღალია თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს ან ანამნეზში ფიქსირდება გარკვეული დაავადებები, მაგალითად, ალერგია ან სინუსური პათოლოგიები.

თვალის ტკივილის გავრცელებული მიზეზებია:

  • ინფექციები;
  • კონტაქტური ლინზები;
  • ალერგია;
  • ტოქსინები;
  • ანთება;
  • მომატებული წნევა, ზეწოლა თვალის არეში.

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/17796-eye-pain