ანტისოციალური პიროვნული აშლილობა

ანტისოციალური პიროვნული აშლილობა

ანტისოციალური პიროვნული აშლილობა მენტალური დარღვევაა.

პათოლოგია ცნობილია სოციოპათიის სახელწოდებითაც.

ამ დარღვევის გამო პაციენტს არ ადარდებს თუ რა არის კარგი და რა ცუდი, არაფრად აგდებს გარშემომყოფთა გრძნობებს, დიდად არ ინტერესდება მათი უფლებებით, გუნება-განწყობილებით.

ამ ტიპის ადამიანებს აბედნიერებთ მანიპულაცია, ცდილობენ შუღლი ჩამოაგდონ, კონფლიქტი გააღვიძონ - უცნაურია, თუმცა მსგავსი ქცევის მიუხედავად დანაშაულის შეგრძნება არ აწუხებთ.

ამ დიაგნოზის დამახასიათებელი სიმპტომებია: ტყუილი, ძალადობა, აგრესია, იმპულსურობა, ქედმაღლობა, სიჯიუტე, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა; კრიმინალური ქცევის გამო კანონთან ხშირად აქვთ პრობლემები.

დიაგნოსტირება

ანტისოციალური პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტებს ვერაფრით დააჯერებთ მკურნალობა რომ სჭირდებათ, რადგან არ თვლიან რომ დახმარებას საჭიროებენ.

როგორც წესი, მედიკოსს მიმართავენ არა უშუალოდ ანტისოციალური პიროვნული აშლილობის ნიშნების ფონზე, არამედ დეპრესიის, შფოთვისა თუ სიბრაზის სამართავად. ხშირად, ექიმის კონსულტაციას გადიან ალკოჰოლის თუ ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული პრობლემების გამო.

ამ დიაგნოზით დაავადებულ პაციენტებს უჭირთ სიმპტომების ზუსტი განმარტება და ჩივილზე საუბარი, თუმცა ექიმს ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობაზე ეჭვი მიაქვს ქცევიდან გამომდინარე - მსგავს კლინიკურ შემთხვევებში ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ის თუ როგორ ურთიერთობს პაციენტი გარშემომყოფებთან.

ანამნეზისთვის მედიკოსი გამოიყენებს შემდეგ მეთოდებს:

  • პაციენტის ფიქრი, გრძნობა, ურთიერთობები;
  • სიმპტომები;
  • პერსონალური და სამედიცინო ისტორია.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია, თუმცა ხშირად ინიშნება ფსიქოთერაპია და მედიკამენტური თერაპია.

 

 

 

წყარო:           

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/antisocial-personality-disorder/diagnosis-treatment/drc-20353934