ალკოჰოლით მოწამვლა.
ალკოჰოლური ინტოქსიკაცია სერიოზული და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა - შედეგი დგება მაშინ, როდესაც ადამიანი დროის მცირე პერიოდში დიდი რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელს მოიხმარს.
ინტოქსიკაცია გამოიხატება მწვავე სიმპტომებით და ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში პროცესი კომამდე მიდის, პაციენტი იღუპება.
ალკოჰოლით მოწამვლის ნებისმიერი ნიშანი ორგანიზმის მიერ გამოცხადებულ განგაშად ჩათვალეთ და დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას.
ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- დაბნეულობა;
- ღებინება;
- შეტევა;
- პაციენტის სუნთქვა შენელებულია;
- კანი იღებს ლურჯ, ნაცრისფერ ან ფერმკრთალ შეფერილობას;
- სხეულის დაბალი ტემპერატურა;
- პაციენტს უჭირს გაღვიძება/გამოფხიზლება, არ არის საღ გონებაზე.
ალკოჰოლური ინტოქსიკაციის რისკი იზრდება გარკვეული ფაქტორების ფონზე, კერძოდ, გასათვალისწინებელია:
- სიმაღლე და წონა;
- ჯანმრთელობის პრობლემები ან ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს სხეულის მიერ ალკოჰოლის გადამუშავების პროცესზე;
- ალკოჰოლის მიღებამდე ისადილეთ თუ არა;
- ალკოჰოლი თუ მიიღეთ მედიკამენტის პარალელურად;
- სასმელში ალკოჰოლის პროცენტი;
- რამდენად დიდი რაოდენობით და სწრაფად დალიეთ;
- შეუძლია თუ არა თქვენს ორგანიზმს ალკოჰოლის მიღება და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/alcohol-poisoning/symptoms-causes/syc-20354386