ზეითუნის ზეთი - ზეთი, რომელიც სასარგებლოა ნაწლავისთვის, იმუნიტეტისთვის, ძვლისთვის, ტვინისა და სხვა ორგანოებისთვის

ზეითუნის ზეთი - ზეთი, რომელიც სასარგებლოა ნაწლავისთვის, იმუნიტეტისთვის, ძვლისთვის, ტვინისა და სხვა ორგანოებისთვის

სასარგებლო რჩევა.

ზეითუნის ზეთი სასარგებლოა ორგანიზმისთვის, დადებითი გავლენა აქვს არაერთი ორგანოსა და სისტემის ფუნქციონირებაზე.

იგი პოლიფენოლის წყაროა - ეს არის ბუნებრივი ბიოაქტიური ნაერთი, რომელიც ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა.

ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომლის მთავარი შემადგენელი კომპონენტი ზეითუნის ზეთია, მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს.

ზეითუნის ზეთი შეუცვლელია კოსმეტოლოგიაში - კანისა და თმის მოვლის უამრავი საშუალება სწორედ ამ სასარგებლო ზეთის საფუძველზე მზადდება.

ნაწლავის მიკრობიომა გავლენას ახდენს როგორც საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ისე განწყობასა და კანის სიჯანსაღეზე, შესაბამისად, მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნება სასურველია. ზეითუნის ზეთი ამცირებს ანთებით პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და კარგი, სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს.

ზეითუნის ზეთი მოწოდებულია შეკრულობის პრევენციისთვის.

ზეითუნის ზეთი სასარგებლოა:

  • ტვინისა და მეხსიერებისთვის;
  • გუნება-განწყობილებისთვის;
  • ძვლისთვის;
  • იმუნიტეტისთვის;
  • აბალანსებს სისხლში შაქრის დონეს.

 

 

წყარო:           

https://www.aboutoliveoil.org/12-surprising-health-benefits-of-olive-oil