ბუასილი გავრცელებული, საუკუნის პროგრესირებადი დაავადებაა.
ბუასილს, ანუ ჰემოროიდულ დაავადებას, ახასიათებს გამწვავებისა და კლინიკურად უსიმპტომოდ მიმდინარე პერიოდთა მონაცვლეობა.
პათოლოგიის რისკი იზრდება თუ ადამიანის ცხოვრების წესი არააქტიური, ადინამიურია.
ბუასილის დროს დისკომფორტის შემსუბუქების პირველი მეთოდი განავლის დარბილებაა, რადგან ამ სტრუქტურის მასა მარტივად იდევნება ორგანიზმიდან და კუჭის მოქმედების დროს ადამიანს ჭინთვა არ სჭირდება.
მსუბუქი ტკივილისა და შეშუპების მართვა შესაძლებელია სახლის პირობებში, თუმცა მწვავე მიმდინარეობის დროს აუცილებელია მიმართოთ პროქტოლოგს.
დაუშვებელია თვითმკურნალობა და უნდა გამოიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ ნაწლავის მოქმედების დროს განავალში შენიშნეთ სისხლი ან გაქვთ ჭარბი სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, ძლიერი სისუსტე, გულის წასვლის შეგრძნება, თავბრუსხვევა და სხვა სიმპტომები.
რეკომენდებულია:
- მიირთვით ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები (ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული, პარკოსნები, თხილეული, თესლი);
- აფთიაქში შეიძინეთ ბუასილისთვის განკუთვნილი მალამო;
- დალიეთ ტკივილგამაყუჩებელი;
- დღეში ორჯერ ან სამჯერ უკანა ტანის არეში მიიღეთ თბილი აბაზანა 10-15 წუთის განმავლობაში (ერთგვარი მჯდომარე აბაზანა უნიტაზზე);
- ხშირად დალიეთ წყალი;
- კუჭის მოქმედების დროს შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ჭინთვას, დაჭიმულობას;
- მოერიდეთ დიდხანს ჯდომას, უმოძრაობას;
- დაიცავით ადგილობრივი ჰიგიენა (უკანა ტანის არეში);
- რაციონში მაქსიმალურად შეზღუდეთ ცხარე, მწარე და მჟავე საკვები.
მკურნალობის ამ მეთოდებით ბუასილისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ალაგდება კვირის განმავლობაში. მიმართეთ ექიმს თუ ეს რეკომენდაცია არ აღმოჩნდა ეფექტური (არ გაგიუმჯობესდათ ზოგადი მდგომარეობა რამდენიმე კვირის შემდეგაც კი).
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hemorrhoids/diagnosis-treatment/drc-20360280