ეს სიმპტომი თითქმის ყველა ადამიანს ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ გამოუცდია.
გულისრევას შესაძლოა ახლდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად:
- საერთო სისუსტე;
- ოფლიანობა;
- პირის ღრუში ნერწყვის დაგროვება;
- ღებინების ძლიერი სურვილი.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში დისკომფორტის მიზეზია ვირუსული გასტროენტერიტი (კუჭის გრიპი).
გულისრევის სხვა გამომწვევი მიზეზებია:
- ორსულობა;
- ძლიერი ტკივილი;
- ქიმიური ტოქსინები;
- ემოციური სტრესი;
- ნაღვლის ბუშტის დაავადება;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა;
- მგრძნობელობა გარკვეულ სუნზე.
ზოგჯერ გულისრევა ზოგიერთი მედიკამენტის ერთგვარი გვერდითი მოვლენაა.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გულისრევის შეგრძნება გაწუხებთ კვირაზე მეტია.
სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას თუ გულისრევას თან ერთვის შემდეგი ნიშნები:
- სისხლი ნარწყევში;
- ძლიერი თავის ტკივილი ან კისრის გაშეშება;
- დაღლილობა;
- დაბნეულობა;
- დაქვეითებულია კონცენტრაციის უნარი;
- ძლიერი მუცლის ტკივილი;
- მაღალი სიცხე;
- დიარეა;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- აჩქარებული გულისცემა ან პულსი.
თუ გულისრევას თან ახლავს ღებინებაც, მნიშვნელოვნად იზრდება დეჰიდრატაციის რისკი - გაუწყლოების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები.
წყარო:
https://www.everydayhealth.com/nausea/guide/