როგორ მკურნალობენ ამენორეას?
ამენორეა ნიშნავს იმას, რომ ქალს ციკლი მიყოლებით არ ჰქონია მინიმუმ სამჯერ ან მოზარდმა გოგონამ მიაღწია 15 წელს და პირველი მენსტრუაცია ჯერ არ დასწყებია. თუ ერთხელ ან რამდენჯერმე გამოტოვეთ პერიოდი, მიმართეთ ექიმს.
დიაგნოსტირება
დიაგნოსტირებისთვის ექიმი შეამოწმებს მენჯის არეს, დაინტერესდება ხომ არ გაქვთ რეპროდუქციული ორგანოების პრობლემა.
თუ მოზარდ გოგონას არასდროს ჰქონია პირველი ციკლი, ექიმი შეისწავლის რამდენად ადეკვატურად განვითარდა გარდატეხის პერიოდისთვის დამახასიათებელი ცვლილებები სხეულზე (მკერდი, სასქესო ორგანო და სხვა).
ამენორეა სავსებით შესაძლებელია ჰორმონული პრობლემების კომპლექსური სიმპტომი იყოს.
ინიშნება შემდეგი კვლევები:
- ორსულობის ტესტი;
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების ტესტი;
- საკვერცხის ფუნქციონირების ტესტი;
- ანალიზი, რომელიც აჩვენებს თუ როგორია ორგანიზმში ჰორმონ პროლაქტინის დონე;
- ტესტი, რომელიც აჩვენებს სისხლში მამაკაცური ჰორმონის დონეს.
სიმპტომებიდან გამომდინარე და სისხლის ანალიზის პასუხის საფუძველზე შესაძლოა ექიმმა დანიშნოს შემდეგი კვლევები:
- ულტრაბგერა;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
თუ სხვა კვლევებმა ვერ გამოავლინა სპეციფიკური მიზეზი, ექიმი მოგიწოდებთ ჩაიტაროთ ჰისტეროსკოპია.
მკურნალობა
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მენსტრუაცია ხელახლა იწყება ჰორმონული თერაპიის ან ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენების შემდეგ.
თუ ამენორეა ჩამოყალიბებულია ფარისებრი ჯირკვლის ან ჰიპოფიზის დარღვევის გამო, ციკლი ისევ დაგეწყებათ როგორც კი ამ დაავადებებს იმკურნალებთ (როგორც წესი, ინიშნება მედიკამენტებით მკურნალობა).
ზოგჯერ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
ციკლი ხშირად ირღვევა ცხოვრების წესის გამო, მაგალითად, რისკ-ფაქტორებია:
- სტრესი;
- ძალიან ცოტას მიირთმევთ;
- ზედმეტად ბევრს ვარჯიშობთ.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/amenorrhea/diagnosis-treatment/drc-20369304