ოპტიკური ნევრიტი - რა სიმპტომები ვლინდება ოპტიკური ნერვის დაზიანების დროს?

ოპტიკური ნევრიტი - რა სიმპტომები ვლინდება ოპტიკური ნერვის დაზიანების დროს?

რა არის ოპტიკური ნევრიტი?

ოპტიკური ნევრიტი ყალიბდება მაშინ, როდესაც შეშუპება (ანთებითი პროცესი) ოპტიკურ ნერვს აზიანებს.

ოპტიკური ნევრიტის სიმპტომები შესაძლოა გაფანტული სკლეროზის პირველად ჩვენებად ჩაითვალოს ან პათოლოგიური პროცესი შესაძლებელია ჩამოყალიბდეს გაფანტული სკლეროზის გვიან სტადიაზე.

შეგახსენებთ, გაფანტული სკლეროზი არის დაავადება, რომელიც იწვევს ანთებას და აზიანებს ნერვებს ტვინისა და ოპტიკური ნერვის არეში. გაფანტული სკლეროზის გარდა ოპტიკური ნერვის ანთება შესაძლოა მიმდინარეობდეს სხვა დაავადებების ან ინფექციების ფონზეც, მაგალითად, ეს პათოლოგია სავსებით შესაძლებელია ლუპუსი იყოს.

ერთჯერადი ეპიზოდის შემთხვევაში ოპტიკური ნევრიტით გამოწვეული მხედველობის პრობლემა ალაგდება მკურნალობის გარეშე. ზოგჯერ საჭიროა სტეროიდული მედიკამენტები (სწრაფი გამოჯანმრთელების მიზნით).

ოპტიკური ნევრიტის დროს ზიანდება ერთი თვალი და პაციენტს აწუხებს შემდეგი სიმპტომები:

  • თვალის ტკივილი;
  • მხედველობის დაკარგვა ერთ თვალში;
  • ცენტრალური მხედველობის ან პერიფერიული მხედველობის დაკარგვა;
  • შეიძლება შენიშნოთ, რომ დაავადების გამო ფერები ძველებურად კაშკაშა აღარაა;
  • თვალის მოძრაობის დროს ერთგვარი გაელვება, მოციმციმე ნათება.

როდის მივმართოთ ექიმს?

თვალის პათოლოგია სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ზოგიერთ დაავადებას მხედველობის დაკარგვის რისკი ახლავს თან.

მიმართეთ ოფთალმოლოგს შემდეგი შემთხვევების დროს:

  • თვალის ტკივილი ან ნებისმიერი ცვლილება მხედველობასთან დაკავშირებით;
  • სიმპტომები გამწვავდა, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა მკურნალობის მიუხედავად;
  • ნევროლოგიური დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნები (მხედველობის დაკარგვა, ბუნდოვანი მხედველობა, დაბუჟება და სისუსტე კიდურებში).

ოპტიკური ნევრიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. მედიკოსების აზრით, დაავადება ყალიბდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით თავს ესხმის გარსს, რომელიც ოპტიკურ ნერვს გარს აკრავს და შედეგად მიელინი ზიანდება, ანთებითი პროცესი ყალიბდება.

რისკ-ჯგუფში შედიან 20-დან 40 წლამდე ასაკის პირები (დიაგნოზი გავრცელებული სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფშია).

ამასთან, ოპტიკური ნევრიტით ქალები უფრო ხშირად ავადობენ.

 

 

წყარო:        

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/optic-neuritis/symptoms-causes/syc-20354953