გინგივიტი ღრძილების დაავადების გავრცელებული და მსუბუქი ფორმაა.
ძირითადი სიმპტომი ანთებითი პროცესია (ღრძილები გაღიზიანებული, შესიებული, შეწითლებული, ანთებითია).
აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს, რადგან არანამკურნალებელ შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება პერიოდონტიტისა და კბილის დაკარგვის რისკი.
დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია:
- დენტალური და სამედიცინო ისტორიის შესწავლა, სიმპტომების შესაძლო გამომწვევი მიზეზების შეფასება;
- ანთებითი პროცესის და ნადების ნიშნების შემოწმება;
- ჯიბის სიღრმის გაზომვა;
- დენტალური რენტგენოლოგიური კვლევა;
- საჭიროების შემთხვევაში სხვა სტომატოლოგიური გამოკვლევები.
მკურნალობის კურსის ძირითადი მიზანია სიმპტომების ალაგება და დაავადების პროგრესირების პრევენცია, შესაბამისად, ნებისმიერი შესაძლო გართულების მინიმუმამდე შემცირება.
საუკეთესო შედეგს მიიღებთ თუ ადეკვატურად დაიწყებთ პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვას და უარს იტყვით თამბაქოზე.
გინგივიტის მკურნალობის მეთოდებია:
- კბილების პროფესიონალური წმენდა;
- კბილის რესტავრაცია (საჭიროების შემთხვევაში).
თუ გაითვალისწინებთ სტომატოლოგის ყველა მითითებას და სახლში დაიცავთ პირის ღრუს ჰიგიენას, ღრძილები ჯანსაღ მდგომარეობას დაუბრუნდება რამდენიმე დღეში ან კვირაში.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gingivitis/diagnosis-treatment/drc-20354459