დიაბეტური კომა დიაბეტის სიცოცხლისთვის საშიში გართულებაა, რომელიც ცნობიერების დაკარგვას იწვევს.
დიაბეტის დიაგნოზის დროს სისხლში შაქრის სახიფათოდ მაღალი დონე ან მკვეთრად დაქვეითებული რაოდენობა, ან დიაბეტური კეტოაციდოზი პათოლოგიის ჩამოყალიბების ძირითადი რისკ-ფაქტორებია.
დიაგნოსტირება
დიაბეტური კომა გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს და სიმწვავიდან გამომდინარე პაციენტს მომზადების დრო არ აქვს.
სიმპტომების გამოვლენისას უნდა გამოიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება (ვიდრე გონებას დაკარგავთ) ან ამ საკითხზე უნდა იზრუნოს გარშემომყოფმა. გაითვალისწინეთ, დიაბეტური კომის დროს პაციენტი ცოცხალია, მაგრამ არ რეაგირებს გამღიზიანებლებზე (სინათლე, ხმა, შეხება). თუ დიაბეტით დაავადებული პირის გვერდით აღმოჩნდით და შეამჩნიეთ, რომ უცნაურად იქცევა ან გონება დაკარგა, ან ზედმეტი ალკოჰოლი მიიღო, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
დიაბეტური კომის დროს ყოველი წუთი მნიშვნელოვანია და პაციენტი დროულად უნდა მოთავსდეს კლინიკის ემერჯენსის დეპარტამენტში.
კლინიკაში ექიმები შეაფასებენ პაციენტის ფიზიკურ მონაცემებს, გაეცნობიან ისტორიას - რეკომენდებულია ყოველთვის ატაროთ დიაბეტის იდენტიფიკაციისთვის განკუთვნილი სამედიცინო სამაჯური ან ყელსაბამი; ამ გზით გაცილებით მარტივად და დროულად მოხდება დიაგნოზის ამოცნობა, შესაბამისად, მართვა.
რეკომენდებულია შემდეგი ლაბორატორიული ანალიზები:
- სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა;
- კეტონის დონის შემოწმება;
- სისხლში ნატრიუმის, კალიუმის, კრეატინინის, აზოტის რაოდენობის შეფასება.
მკურნალობა
მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე (მაგალითად, დიაბეტური კომა ჩამოყალიბდა სისხლში შაქრის ზედმეტად მომატებული თუ დაქვეითებული რაოდენობის გამო).
თუ შაქრის დონე ზედმეტად მაღალია ინიშნება შემდეგი მკურნალობის კურსი:
- ინტრავენური სითხე ორგანიზმში სითხის ბალანსირებისთვის;
- უჯრედების ფუნქციონირებისთვის კალიუმის, ნატრიუმისა თუ ფოსფატის დანამატები;
- ინსულინი იმისთვის, რომ ორგანიზმმა გლუკოზა შეითვისოს;
- ანამნეზში ნებისმიერი ინფექციის მკურნალობა.
თუ ანალიზმა დაადასტურა სისხლში შაქრის ზედმეტად დაქვეითებული რაოდენობა, რეკომენდებულია გლუკაგონი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/diabetic-coma/diagnosis-treatment/drc-20371479