ბალანსის პრობლემა

ბალანსის პრობლემა

რას ნიშნავს ბალანსის პრობლემა?

ბალანსის პრობლემის დროს შესაძლოა უჩიოდეთ თავბრუსხვევას, გეჩვენებოდეთ რომ ოთახი ტრიალებს. კოორდინაციის დარღვევის გამო ადამიანს აქვს შეგრძნება თითქოს უნდა წაიქცეს.

დისკომფორტი ვლინდება ფეხზე დგომის, წოლისა თუ ჯდომის დროს.

ნორმალური ბალანსისთვის აუცილებელია სათანადოდ ფუნქციონირებდეს კუნთები, ძვლები, სახსრები, თვალები, ნერვი, გული, სისხლძარღვები, შუა ყური. თუ რომელიმე ეს სისტემა ან ორგანო ზიანდება, ფუნქციონირებას კარგავს, ბალანსის პრობლემები ჩნდება.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ყალიბდება მედიკამენტის გვერდითი მოვლენის ფონზე.

დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • თავბრუსხვევა;
  • გულის წასვლის შეგრძნება;
  • ადამიანს უჭირს წონასწორობის შენარჩუნება;
  • შეიძლება მართლაც წაიქცეთ ან გქონდეთ განცდა რომ წაიქცევით;
  • შეგრძნება თითქოს დაცურავთ;
  • დაბნეულობა;
  • ბუნდოვანი მხედველობა.

 

 

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/balance-problems/symptoms-causes/syc-20350474