რა უნდა იცოდეთ ამ სიმპტომის შესახებ?
ეს არის მდგომარეობა, როდესაც კაშკაშა სინათლე თვალს გიღიზიანებთ. მას სამედიცინო ენაზე ფოტოფობიას უწოდებენ.
ფოტოფობია არაერთი დაავადების გავრცელებული ნიშანია - ეს სიმპტომი ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მსუბუქი გაღიზიანებით შემოიფარგლება, თუმცა ზოგჯერ იმდენად საყურადღებოა, რომ პაციენტი აუცილებლად უნდა მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში.
სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა შესაძლოა ჩამოყალიბდეს იმ დაავადებების გამო, რომელიც გავლენას ახდენს ტვინსა და თვალებზე.
ეს სიმპტომი შესაძლოა გაწუხებდეთ შემდეგი პათოლოგიების გამო (გაითვალისწინეთ, მომატებულ მგრძნობელობას თან ახლავს კონკრეტული დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებიც):
- ენცეფალიტი;
- მენინგიტი;
- სუბარაქნოიდული ჰემორაგია;
- რქოვანას ცვეთა;
- სკლერიტი;
- კონიუნქტივიტი;
- მშრალი თვალის სინდრომი.
მსუბუქი კლინიკური შემთხვევების დროს სიმპტომის მართვა შესაძლებელია სახლის პირობებშიც, კერძოდ, დისკომფორტის შემსუბუქებისთვის სასურველია მოერიდოთ მზის სინათლეს, ოთახში შეინარჩუნოთ მყუდრო გარემო (შეძლებისდაგვარად ჩააბნელეთ სივრცე), ისარგებლეთ მზისგან დამცავი მუქი სათვალით.
მწვავე კლინიკური სიმპტომების შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
წყარო:
https://www.healthline.com/health/photophobia