თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, სავარაუდოდ, კორტიზოლის დონე მომატებული გაქვთ

თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, სავარაუდოდ, კორტიზოლის დონე მომატებული გაქვთ

რა არის კორტიზოლი?

კორტიზოლი სტეროიდული ჰორმონია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, თუმცა ჭარბი დოზა მავნებელია და უსიამოვნო სიმპტომებსაც იწვევს.

კორტიზოლი აუცილებელია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზირებისთვის.

ეს ჰორმონი გავლენას ახდენს სისხლში გლუკოზის რაოდენობაზე, მონაწილეობს არტერიული წნევის ნორმალიზებაში, არეგულირებს იმუნურ სისტემას, ორგანიზმს ეხმარება ადეკვატურად გაუმკლავდეს სტრესულ სიტუაციას.

კორტიზოლი მნიშვნელოვნად ამცირებს ანთებითი პროცესისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, დადებითად აისახება მეხსიერებაზე.

დროთა განმავლობაში, იშვიათად და მცირე დროით, თითქმის ყველა ადამიანის ორგანიზმშია კორტიზოლის დონე მომატებული და ეს ბუნებრივი რეაქციაა, რადგან სწორედ ამ ჰორმონის გამომუშავებით ახერხებთ საფრთხეზე რეაგირებას. თუმცა თუ ორგანიზმი ქრონიკულად ჭარბი რაოდენობით კორტიზოლს გამოიმუშავებს, ეს უკვე საყურადღებო მდგომარეობაა და ექიმის კონსულტაციაა საჭირო.

შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზით დადგინდება გამომწვევი მიზეზი, შესაბამისად, ნორმალიზდება კორტიზოლის დონე.

საყურადღებო სიმპტომებია:

  • წონის მატება (ძირითადად, სხეულის ზედა არეში, მუცლის გარშემო);
  • სახე ერთგვარ მრგვალ ვიზუალს იღებს;
  • აკნე;
  • ადამიანი მიდრეკილი ხდება სილურჯეებისკენ;
  • სიწითლე სახის არეში;
  • ჭრილობის შეხორცების პროცესი ჭიანურდება;
  • კუნთის სისუსტე;
  • ძლიერი დაღლილობა;
  • გაღიზიანება;
  • კონცენტრაციის უნარი დაქვეითებულია;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • თავის ტკივილი.

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/high-cortisol-symptoms#symptoms