როდის მივმართოთ ექიმს?
წყურვილის გრძნობა ნორმალურია ცხარე საკვების, ფიზიკური აქტივობისა თუ ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე, თუმცა ზოგჯერ ეს შეგრძნება წყლის მიღების მიუხედავადაც არ ქრება.
შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- მარილიანი ან ცხარე საკვები;
- ავადობა;
- ძლიერი ინტენსივობის ვარჯიში;
- დიარეა;
- ღებინება;
- დამწვრობა;
- სისხლის დანაკარგი;
- ზოგიერთი მედიკამენტი (გვერდითი მოვლენა).
თუ ეს დისკომფორტი ქრონიკულად გაწუხებთ ან მუდმივად უჩივით წყურვილის გრძნობას, სავარაუდოდ, საქმე ჯანმრთელობის პრობლემასთან გაქვთ.
იგი შესაძლოა იყოს შემდეგი დაავადებების ნიშანი:
- გაუწყლოება;
- შაქრიანი დიაბეტი;
- უშაქრო დიაბეტი;
- გულის, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა;
- სეფსისი.
წყურვილის ძლიერი გრძნობა სავსებით შესაძლებელია ჰიპერჰიდრატაციად (ორგანიზმში წყლის ჭარბი შემცველობა) გადაიქცეს, რადგან დიდია რისკი რეკომენდებულზე მეტი სითხე მიიღოთ.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ მუდმივად გაქვთ სითხის მიღების სურვილი და წყურვილის გრძნობა არ ქრება წყლის სმის მიუხედავად.
გაიარეთ ექიმის კონსულტაცია შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში:
- მნიშვნელობა არ აქვს თუ რა რაოდენობის სითხე მიიღეთ, წყურვილის გრძნობა მაინც გაწუხებთ;
- ასევე უჩივით ბუნდოვან მხედველობას, შიმშილის ძლიერ გრძნობას;
- ჭრილობა არ გიხორცდებათ;
- დაღლილობა;
- ხშირი შარდვა (ორგანიზმიდან გამოიყო ზედმეტად დიდი რაოდენობით შარდი).
წყარო:
https://www.healthline.com/health/thirst-excessive