ჩვენი პარტნიორია რეაბილიტაციის ცენტრი Modrychi

ჩვენი პარტნიორია რეაბილიტაციის ცენტრი Modrychi

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორი გახდა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი.

უკრაინის ლამაზ სოფელ მოდრიჩში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრი Modrychi პაციენტებს სთავაზობს ევროპული დონის მომსახურებას - კლინიკაში დანერგილია მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდები.

Modrychi-ში რეაბილიტაციის კურსს გადიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პაციენტები.

კლინიკაში ყველა სტუმარს ელის სასტუმროს ტიპის სერვისი, კომფორტული საძინებლები, საცურაო აუზები, ულტრაბგერითი კვლევის კაბინეტი, კლინიკური ლაბორატორია და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომი ფასები.

პაციენტთა კვების რაციონს ადგენენ მოწვეული ენდოკრინოლოგები.