რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზების შესახებ?
შეიძლება ერთ დღესაც შეშუპებული სახით გაიღვიძოთ და ამის მიზეზი სრულიად უწყინარი იყოს, მაგალითად, შესაძლებელია ღამით ისეთ პოზაში გეძინათ, რომ წნევა სახის არეს აწვებოდა.
თუმცა ზოგჯერ სახის არეში შეშუპების გამომწვევი მიზეზებია ტრავმა ან ჯანმრთელობის პრობლემა.
შეშუპება შესაძლოა სახიდან გავრცელდეს კისრის, ყელის არეშიც.
სახის შეშუპება შესაძლოა ჩამოყალიბდეს მსუბუქი ან სახიფათო დაავადებების გამო და ზოგჯერ საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევაც კი!
სახის შეშუპების შესაძლო მიზეზებია:
- ალერგიული რეაქცია;
- თვალის ინფექცია;
- ქირურგიული ჩარევა;
- ცელულიტი;
- სინუსიტი;
- ჰორმონული დისბალანსი;
- აბსცესი;
- პრეეკლამპსია;
- სითხის შეკავება;
- ანგიოდემა;
- აქტინომიკოზი;
- ტრავმა სახის არეში;
- ფუტკრის ნაკბენი.
წყარო:
https://www.healthline.com/health/facial-swelling#_noHeaderPrefixedContent