რა არის პოლიფაგია?
პოლიფაგია არის შიმშილის ძლიერი გრძნობა, რომელიც საკვების მიღების შემდეგაც კი არ ქრება.
იგი დიაბეტის გავრცელებული სიმპტომია, თუმცა შესაძლოა იყოს სხვა დაავადებების, მაგალითად, ატიპიური დეპრესიის, შფოთვის თუ ჰიპერთირეოზის ნიშანი.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ჰორმონული დარღვევის ფონზეც ყალიბდება ან ორგანიზმის რეაქციაა სტრესის მიმართ.
შიმშილის ძლიერი გრძნობა პრემენსტრუალური სინდრომის ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომია.
გაითვალისწინეთ, პოლიფაგია ჯანმრთელობის პრობლემის ნიშანია, შესაბამისად, თუ შიმშილის გრძნობას ვერ უმკლავდებით საყვარელი კერძის მირთმევის შემდეგაც კი, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
პოლიფაგია განიკურნება მაშინ, როდესაც გამომწვევი პათოლოგიის მართვას დაიწყებთ.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24637-polyphagia-hyperphagia