ჰიპერჰიდრატაცია - როდესაც წყალი შხამად იქცევა

ჰიპერჰიდრატაცია - როდესაც წყალი შხამად იქცევა

რა არის ჰიპერჰიდრატაცია?

მოგეხსენებათ, წყალი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა რეკომენდებულზე დიდ დოზას მავნებელი შედეგი აქვს.

ჰიპერჰიდრატაცია ყალიბდება 2 მიზეზის გამო:

  • ბევრ წყალს სვამთ;
  • თირკმელი ვერ დევნის ორგანიზმიდან საჭირო რაოდენობის წყალს.

ორივე შემთხვევაში ჰიპერჰიდრატაციის გამო სასარგებლო წყალი ტოქსიკური ხდება, ანუ ვლინდება წყლით მოწამვლა. ჰიპერჰიდრატაციის ფონზე ელექტროლიტების დისბალანსი ყალიბდება, რაც თავისთავად უსიამოვნო სიმპტომებს და რეაქციას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ადამიანი საწყის სტადიაზე სიმპტომებს ვერ ამჩნევს, თუმცა შარდი საუკეთესო ინდიკატორია - მაგალითად, ფერმკრთალი ყვითელი შარდი პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმიდან გამოიყოფა, მუქი ფერი განიშნებთ წყალი დალიოთ, ხოლო უფერული წყლის ჭარბი შემცველობის ნიშანია.

ჰიპერჰიდრატაციის სიმპტომებია:

  • გულისრევა და ღებინება;
  • თავის ტკივილი;
  • დაბნეულობა ან დიზორიენტაცია;
  • ძილიანობა;
  • კუნთის სპაზმი.

 

 

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/overhydration