ტვინი მნიშვნელოვანი ორგანოა.
ემოცია, შეგრძნება, სურვილი და ყველაფერი, რაც უნიკალურ ინდივიდად გაქცევთ, ტვინიდან მოდის.
იგი კომპლექსური ორგანოა და ორგანიზმში არაერთ ფუნქციას ასრულებს.
ტვინი ინფორმაციას იღებს 5 გრძნობიდან და ესენია:
- მხედველობა;
- სუნი;
- ხმა;
- გემო;
- შეხება.
ამასთან, ტვინი სიგნალებს იღებს შეხებით, ვიბრაციით, ტკივილით, ტემპერატურის შეგრძნებით - ამ პროცესში ჩართულია სხვა ორგანოებიც. ტვინი ყველა მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს და სწორედ ამ შეჯამებული მონაცემების საფუძველზე რეაგირებთ ადეკვატურად გარშემომყოფებთან და ახერხებთ ადაპტაციას გარემოსთან.
ტვინი აკონტროლებს:
- ფიქრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარს;
- ემოციებსა და მეხსიერებას;
- მოტორულ ფუნქციებს, ბალანსის შენარჩუნებასა და კოორდინაციას;
- სხვადასხვა შეგრძნების აღქმის უნარს;
- ავტომატურ ქცევას (სუნთქვა, გულის რიტმი, ძილის რეჟიმი, ტემპერატურის კონტროლი);
- მეტყველებას;
- ზრუნავს ორგანოების სათანადოდ ფუნქციონირებაზე;
- გეხმარებათ სტრესის დაძლევაში.
წყარო: