როგორ დავიცვათ თავი მზის მავნე ზემოქმედებისგან?

როგორ დავიცვათ თავი მზის მავნე ზემოქმედებისგან?

სასარგებლო რჩევა.

სუფთა ჰაერზე ყოფნა სასარგებლოა ფიზიკური აქტივობისთვის, D ვიტამინის შეთვისებისა და სტრესის შემცირებისთვის. თუმცა ბუნებაში ყოფნასთან ერთად აუცილებელია თავი დაიცვათ კანის კიბოსგან, იზრუნოთ კანის ჯანმრთელობაზე.

გარკვეული რეკომენდაციის გათვალისწინებით მზისგან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ და კანის დაცვასაც შეძლებთ.  

გაითვალისწინეთ, ულტრაიისფერ გამოსხივებას უნდა ერიდოთ მთელი წლის განმავლობაში და არა მხოლოდ ზაფხულში. რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოთ როგორც მზიან, ისე ღრუბლიან ამინდში.

გირჩევთ:

  • თავი შეაფარეთ ჩრდილს (ქოლგა, ხე);
  • ისეთი სამოსი ჩაიცვით, რომელიც შეძლებისდაგვარად დაფარავს სხეულის დიდ არეს;
  • დაიხურეთ ქუდი;
  • ისარგებლეთ მზისგან დამცავი სათვალით;
  • წაისვით მზისგან დამცავი ლოსიონი.

     

    წყარო:

    https://www.cdc.gov/cancer/skin/basic_info/sun-safety.htm#print