რა არის აორტიტი?
აორტიტი აორტის (სხეულის ყველაზე დიდი არტერია) ანთებაა.
აორტიტი შესაძლოა ჩამოყალიბდეს როგორც იზოლირებულად, ისე სხვა სისხლძარღვების ანთებასთან ერთად (ამ მდგომარეობას სამედიცინო ენაზე სისტემური ვასკულიტი ეწოდება).
აორტაზე ანთებითი პროცესის გამო მნიშვნელოვნად იზრდება აორტის გაფართოების რისკი, შესაბამისად, სავსებით მოსალოდნელია ჩამოყალიბდეს აორტის ანევრიზმა ან აორტის სტენოზი.
შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- მუცლის ტკივილი;
- ზურგის ტკივილი;
- თავის ტკივილი;
- მხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები;
- სიცხე;
- სუნთქვის უკმარისობა;
- ფეხების შეშუპება;
- ტკივილი კიდურებში;
- ანთებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ენერგიის არქონა, წონის კლება, უმადობა) და სხვა.
აორტიტის გართულებული კლინიკური შემთხვევების მაგალითებია:
- თირკმლის უკმარისობა;
- ინსულტი;
- გულის შეტევა (ინფარქტი);
- გულის უკმარისობა;
- აორტის რუპტურა.
სავსებით შესაძლებელია აორტიტი განვითარდეს როგორც სისტემური ვასკულიტის ნაწილი ან დაკავშირებული იყოს სხვა ანთებით დაავადებასთან. ზოგჯერ აორტიტი ყალიბდება ინფექციების გამოც.
მკურნალობისთვის მოწოდებულია ან მედიკამენტური თერაპია, ან ქირურგიული ოპერაცია, ან ორივე მეთოდი ერთად.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24264-aortitis