როგორი ამინდი გიყვართ?

როგორი ამინდი გიყვართ?

საყვარელი ამინდის მიხედვით პიროვნების ხასიათის ამოცნობაა შესაძლებელი.

მზიანი ამინდი

მზიანი ამინდი ბუნებაში სეირნობის მოყვარულ და მხიარულ ადამიანებს მოსწონთ.

თავგადასავლებისკენ, სიახლეების შეცნობისკენ ისწრაფვით. თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანი ხართ.

ღრუბლიანი ამინდი

მშვიდ ადგილებში სეირნობა გხიბლავთ, მეგობრებთან ყოფნა გსიამოვნებთ, ძალიან ყურადღებიანი ხართ და გიყვართ ფიქრი.

იუმორის კარგი გრძნობით გამოირჩევით.

ქარიანი ამინდი

ქარში თავს კომფორტულად გრძნობენ თავისუფალი სულის მქონე ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში საკუთარ გზას მიჰყვებიან. მაშინაც კი თუ რჩევას მისცემთ, თქვენს დარიგებას დიდ ყურადღებას არ მიაქცევენ, რადგან იციან დამოუკიდებლადაც იპოვნიან სწორ გზას.

ნისლიანი ამინდი

გიყვართ სახლში ყოფნა, თავისუფალი დროის სიმშვიდეში გატარება და სამყაროზე ფიქრი. გხიბლავთ ყველაფერი ზებუნებრივი, მეტაფიზიკური.

წვიმიანი ამინდი

თქვენში ძლიერია ბუნებისა და ველური ბუნების შეცნობის სურვილი.

ოპტიმისტი ხართ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი ნახოს.

წვიმის წვეთები, ხმა და სუნი თქვენში განახლების, ენერგიის მომატების შეგრძნებას იწვევს.

წვიმა, ქარი და ჭექა-ქუხილი

საქმე გვაქვს სახლში ყოფნის მოყვარულ ადამიანთან, რომელიც სიმყუდროვისკენ მიისწრაფვის.

ასეთ ამინდში საბანში კომფორტულად მოკალათებული სიამოვნებით კითხულობთ წიგნს ან უყურებთ ტელევიზორს.

წყარო:   

https://www.sweetyhigh.com/read/favorite-physical-feature-reveals-personality-061521