ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორია სანატორიუმი Morshynkurort

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორია სანატორიუმი Morshynkurort

ჩვენი პარტნიორია სანატორიუმი Morshynkurort, სადაც მკურნალობა იდეალურად ერწყმის კარგად ორგანიზებულ დასვენებას.

ევროპელებში ძალიან პოპულარული სანატორიუმი ცნობილ კურორტ მორშინში მდებარეობს. კურორტის ჰავა, მინერალური წყლები და სამკურნალო ტალახი დადებითად აისახება ორგანიზმის ცალკეული სისტემების სათანადო ფუნქციონირებაზე.

Morshynkurort დამსვენებელთა გაჯანსაღებაზე ზრუნავს ყველა სეზონზე.

ტყით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე საერთო ჯამში 5 სანატორიუმი, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო ცენტრი მდებარეობს - თითოეული ზედმიწევნით აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე სტანდარტს.