დაღლილობა და სისუსტე

დაღლილობა და სისუსტე

უჩივით ამ სიმპტომებს?

გაითვალისწინეთ, დაღლილობა და სისუსტე ორი განსხვავებული მდგომარეობა, სიმპტომია. სწორედ ამიტომ როდესაც ექიმს ამ ჩივილის შესახებ მიმართავთ, სწორი დიაგნოსტირებისთვის სასურველია ზუსტად განმარტოთ რა გაწუხებთ - ამ შემთხვევაში მედიკოსი გაცილებით დროულად მიაგნებს შესაძლო გამომწვევ მიზეზს.

განვიხილოთ დეტალურად.

სისუსტე

სისუსტე არის სხეულის ან კუნთის სიძლიერის დაქვეითება.

მაგალითად, სისუსტე გაწუხებთ თუ დამატებითი ენერგიის მობილიზება გჭირდებათ კიდურების მოძრაობისთვის.

საერთო სისუსტე ყალიბდება თუ ერთდროულად საჭიროზე მეტად დაიტვირთეთ ფიზიკურად, მაგალითად, ხანგრძლივი დროით იყავით ლაშქრობაში და სხვა. ფიზიკური გადატვირთვის დამახასიათებელი ნიშნები (სისუსტე, დაღლილობა, კუნთების ტკივილი) ალაგდება რამდენიმე დღეში.

იშვიათ კლინიკურ შემთხვევაში კუნთის სისუსტეს იწვევს შემდეგი დაავადებები:

  • ორგანიზმში ელექტროლიტების დეფიციტი;
  • ინფექციები;
  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა;
  • ნერვის დარღვევები.

თუ კუნთის სისუსტე არ ალაგდა რამდენიმე დღეში და მდგომარეობა გამწვავდა, მიმართეთ ექიმს.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ სრულიად მოულოდნელად იგრძენით კუნთის სისუსტე ან სხეულის ერთ არეში დაკარგეთ მგრძნობელობა.

დაღლილობა

დაღლილობა ნიშნავს იმას რომ ენერგია არ გაქვთ, გამოიფიტეთ.

მსუბუქი დაღლილობა ყოველდღიური ცხოვრების რიტმის შემადგენელი ნაწილია, მაგალითად, უენერგიოდ შესაძლოა იყოთ მოწყენილობის, სამსახურში ბევრი საქმის თუ უძილობის გამო.

ზოგჯერ მსუბუქი დაავადებების გამოც გრძნობენ დაღლილობას, თუმცა ეს სიმპტომი მაშინვე ქრება როგორც კი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საწყის ეტაპს უბრუნდება.

ზოგჯერ სისუსტე ან დაღლილობა ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი მოვლენაა.

დაღლილობა ყალიბდება ალკოჰოლისა და კოფეინის ფონზეც.

ექიმს უნდა მიმართოთ თუ დაღლილობას უჩივით 2 კვირაზე მეტხანს. მსგავს კლინიკურ შემთხვევებში სიმპტომის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ანემია;
  • გულის პრობლემები;
  • მეტაბოლური დარღვევები;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  • თირკმლისა და ღვიძლის პათოლოგიები.

დაღლილობა მხოლოდ ფიზიკური დაავადების სიმპტომი არ არის და ხშირად ვლინდება მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების (შფოთვა, დეპრესია) ფონზეც.

 

 

 

წყარო:     

https://myhealth.alberta.ca/Health/Pages/conditions.aspx?hwid=wkfat