ბაქტერემია - რა სიმპტომები ვლინდება მაშინ, როდესაც სისხლის მიმოქცევის სისტემაში ბაქტერია იჭრება?

ბაქტერემია - რა სიმპტომები ვლინდება მაშინ, როდესაც სისხლის მიმოქცევის სისტემაში ბაქტერია იჭრება?

რა არის ბაქტერემია?

ბაქტერემია ნიშნავს იმას, რომ სისხლის მიმოქცევის სისტემაში ბაქტერიაა - ხშირად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ორგანიზმი მის დამარცხებას ახერხებს, თუმცა თუ იმუნური სისტემა დაავადებას ვერ უმკლავდება, სერიოზული გართულებები, მაგალითად, სეფსისი ყალიბდება. საზოგადოებაში პათოლოგიას სისხლის მოწამვლასაც უწოდებენ, თუმცა ეს არ არის სამედიცინო ტერმინი.

ბაქტერემიას იწვევს სხვადასხვა ტიპის ბაქტერია და შესაძლოა ჩამოყალიბდეს შემდეგი მიზეზების გამო:

  • სტომატოლოგიური პროცედურა (კბილების წმენდა, კბილის ამოღება);
  • ქირურგიული პროცედურა;
  • ინფექცია;
  • სამედიცინო აღჭურვილობა;
  • ძლიერი დამწვრობა ან ტრავმა/დაზიანება.

თუ ბაქტერემია სისხლის ინფექციად გადაიქცევა, პაციენტს შეაწუხებს შემდეგი სიმპტომები:

  • სიცხე;
  • კანკალი;
  • შეციება.

სეფსისის (ბაქტერემიის გართულებული კლინიკური შემთხვევა) რისკ-ჯგუფში შედიან:

  • 1 წლამდე ასაკის ბავშვები;
  • 65 წელს გადაცილებული პირები;
  • სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები;
  • ანამნეზში დიაბეტი, თირკმლის დაავადება, კიბო;
  • თუ გარკვეული მიზეზის გამო ავად იყავით ან კლინიკაში მკურნალობდით.

 

 

 

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/bacteremia#when-to-see-a-doctor