რა არის ბრონქოსპაზმი?
ბრონქოსპაზმი ყალიბდება მაშინ, როდესაც ბრონქების (სასუნთქი გზა ფილტვში) ამომფენი კუნთები იკუმშება, ვიწროვდება.
მოულოდნელად ჩამოყალიბებული ნიშნების ან მწვავე სიმპტომების შემთხვევაში გამოიძახეთ გადაუდებელი დახმარება, ან მიმართეთ უახლოესი კლინიკის ემერჯენსი დეპარტამენტს.
ბრონქოსპაზმი ძალიან უსიამოვნო მდგომარეობაა, რადგან ადამიანს აქვს შეგრძნება რომ ჰაერი არ ჰყოფნის.
ბრონქოსპაზმი შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში, თუმცა დიაგნოზი განსაკუთრებით ხშირია ალერგიის, ასთმის და ფილტვის სხვა დაავადებების მქონე პირებში.
რისკ-ფაქტორებია:
- ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექციები ფილტვებში;
- ქრონიკული ობსტრუქციული პულმონალური დაავადება;
- მტვერი, ყვავილის მტვერი, ცხოველის ქერტლი და სხვა ალერგენები;
- ფიზიკური დატვირთვა (ვარჯიშით გამოწვეული ბრონქოსპაზმი);
- ზოგიერთი პარფიუმერული ნაწარმი;
- ჰაერის ცივი ტემპერატურა;
- თამბაქო და სხვა.
ბრონქოსპაზმი ხშირად აწუხებთ ბავშვებსა და 65 წელს გადაცილებულ ასაკოვან ადამიანებს.
ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში;
- სუნთქვის უკმარისობა;
- დაღლილობა;
- თავბრუსხვევა;
- ხველება;
- ხრიალით, ხიხინით სუნთქვა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22620-bronchospasm