რა არის მხრის როტატული მანჟეტის დაზიანება?
მხრის როტატული მანჟეტი კუნთებისა და მყესების ჯგუფია, რომელიც გარს ეკვრის მხრის სახსარს.
როტატული მანჟეტის დაზიანება მხრის ტრავმებს შორის ყველაზე გავრცელებულია - რისკი იზრდება ასაკის მატებასთან (ფიზიოლოგიური დაბერება) ერთად.
დაზიანება ხშირია იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებიც ისეთ საქმეს ასრულებენ, სადაც ერთი და იმავე მოძრაობების შესრულება უწევთ. დაავადება შესაძლოა ჩამოყალიბდეს ტრავმის (დაცემა, ავარია) ფონზე.
რისკ-ფაქტორებია:
- ასაკი (დიაგნოზი ხშირია 60 წელს გადაცილებულ პირებში);
- სამსახური, რომელიც მოითხოვს მხრის განმეორებით მოძრაობებს;
- სპორტის ზოგიერთი სახეობა;
- ოჯახური ანამნეზი, გენეტიკა.
კუნთის გასაძლიერებლად და დრეკადობის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია ფიზიოთერაპია. თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მხრის როტატული მანჟეტი გაგლეჯილია ტრავმის გამო და ამ დროს საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
პაციენტები ტკივილს აღწერენ შემდეგნაირად:
- მხრის სიღრმეში ყრუ ტკივილი;
- უჭირთ დაძინება;
- უჭირთ თმის დავარცხნა და ტკივილის გამო ხელი ვერ მიაქვთ ზურგისკენ;
- ტკივილს თან ახლავს სისუსტე მხრის არეში.
თუ არ იმკურნალებთ, მხრის სახსრის სისუსტე ჩამოყალიბდება ან სამუდამოდ დაკარგავთ მხრის სახსრის მოძრაობის უნარს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/rotator-cuff-injury/symptoms-causes/syc-20350225