რას ნიშნავს ელექტროლიტების დისბალანსი?
ელექტროლიტების დისბალანსი ჩნდება მაშინ, როდესაც კონკრეტული მინერალების დონე სისხლში ნორმაზე მეტი ან ნაკლებია.
ელექტროლიტებს ორგანიზმი წარმოქმნის, ამასთან, მინერალებს ითვისებთ საკვების, სასმელისა და დანამატების მეშვეობით.
სისხლში, ქსოვილებში, შარდსა და ორგანიზმის სხვა სითხეში მდებარე ელექტროლიტები აუცილებელია ჯანმრთელობისთვის, გულის რიტმის რეგულირებისთვის, კუნთისა და ნერვის ფუნქციონირებისთვის, სხეულის სითხის ბალანსირებისა და სხვა ორგანოებისთვის.
ელექტროლიტების დისბალანსისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა განსაკუთრებით მიდრეკილები არიან ჩვილები, ბავშვები და ხანდაზმულები.
რისკ-ჯგუფს განეკუთვნებით თუ ანამნეზში გაქვთ:
- კიბო;
- დამწვრობა;
- კარდიოვასკულარული დაავადებები;
- გაუწყლოება;
- ჰიპერჰიდრატაცია (ორგანიზმში წყლის ჭარბი შემცველობა);
- კვებითი აშლილობა;
- თირკმლის დაავადება;
- ღვიძლის დაავადება.
მინერალების დისბალანსის მიზეზი შესაძლოა იყოს ზოგიერთი მედიკამენტი (წამლის გვერდითი მოვლენები).
ელექტროლიტების დისბალანსის სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია ელექტროლიტის ტიპსა და სიმწვავეზე.
ვლინდება შემდეგი ნიშნები:
- დაბნეულობა და გაღიზიანება;
- დიარეა ან შეკრულობა;
- დაღლილობა;
- თავის ტკივილი;
- არითმია;
- კუნთის სპაზმი;
- გულისრევა და ღებინება;
- დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24019-electrolyte-imbalance