რა არის კიდურის კრიტიკული იშემია?
კიდურის კრიტიკული იშემია პერიფერიული არტერიების დაავადების მწვავე სტადიაა - ამ დიაგნოზის დროს კიდურებში სისხლის მიდინების პროცესი სერიოზულ დონეზეა ბლოკირებული, დახშული.
პერიფერიული არტერიების დაავადების ჩამოყალიბების მიზეზია არტერიებში ათეროსკლეროზული ფოლაქების ფორმირება. მნიშვნელოვნად იზრდება გულის გართულებების რისკი. მკურნალობის მიზნით, ზოგიერთ პაციენტს ამპუტაცია სჭირდება.
პერიფერიული არტერიების დაავადების დიაგნოზის მქონე ნებისმიერ პირს შეიძლება გამოუვლინდეს კიდურის კრიტიკული იშემია. რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად.
სხვა რისკ-ფაქტორებია:
- თირკმლის ქრონიკული დაავადება;
- დიაბეტი;
- მაღალი არტერიული წნევა;
- მაღალი ქოლესტეროლი;
- თამბაქოს მოხმარება.
კიდურის კრიტიკული იშემიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ფეხის ინტენსიური ტკივილი. ხშირად, ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს ღამით აღვიძებს.
შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სიმპტომები, კერძოდ:
- ცივი კიდურები;
- ფეხი თითქოს უთმოა, პრიალებს ან გამომშრალია;
- ფეხის სისუსტე ან ვერ გრძნობთ პულსაციას კიდურში;
- კიდურების დაბუჟება;
- კიდურზე წყლული ნელა ხორცდება;
- განგრენის გამო კანის ფერის ცვლილება;
- სქელი ფეხის ფრჩხილები.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23120-critical-limb-ischemia