ნაწლავის იშემიის დიაგნოსტირება და მკურნალობა

ნაწლავის იშემიის დიაგნოსტირება და მკურნალობა

ნაწლავის იშემია ყალიბდება მაშინ, როდესაც ნაწლავის სისხლძარღვების შევიწროების/დახშობის გამო ორგანოში სისხლის მიწოდება ფერხდება.

იშემია მოსალოდნელია როგორც წვრილ, ისე მსხვილ ნაწლავში. მწვავე კლინიკურ შემთხვევებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა ნაწლავის ქსოვილის დაზიანებას, შესაბამისად, სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს იწვევს. 

სიმპტომები შესაძლოა ჩამოყალიბდეს მწვავედ (ანუ უეცრად) ან ხასიათდებოდეს ქრონიკული ფორმით (როცა ნიშნები პროგრესირებს დროთა განმავლობაში).

ფიზიკური გასინჯვის შემდეგ თუ ექიმი ეჭვს მიიტანს ნაწლავის იშემიაზედანიშნავს შემდეგ დიაგნოსტიკურ პროცედურებს: 

• სისხლის ანალიზი; 
• რენტგენოლოგიური კვლევა; 
• კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია; 
• ულტრაბგერა; 
• კოლონოსკოპია; 
• ანგიოგრაფია; 
• ქირურგიული ჩარევა დაზიანებული ქსოვილის ამოსაკვეთად.

ნაწლავის იშემიის მკურნალობის ძირითადი მიზანია საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სისხლის მიწოდება აღდგეს. 

მკურნალობის კურსი შესაძლოა მოიცავდეს: 

• ინფექციების სამკურნალოდ ან პრევენციისთვის დაინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია; 
• ანამნეზში სხვა დაავადებების მართვა; 
• თუ პაციენტი იღებს ისეთ მედიკამენტს, რომელიც სისხლძარღვს ავიწროებს, მკურნალობიდან აღნიშნული პრეპარატი იხსნება ან სხვა ვერსიით იცვლება; 
• ქირურგიული ჩარევა მკვდარი ქსოვილის ამოკვეთის მიზნით; 
• ანგიოპლასტიკა; 
• სტენტირება შევიწროებული არტერიის გასაფართოებლად;
• თრომბის ამოღება;
• ინიშნება ანტიკოაგულანტური მედიკამენტი თუ ნაწლავი არ არის დაზიანებული

 

 

წყარო:         

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/intestinal-ischemia/diagnosis-treatment/drc-20373950