რა არის ნაწიბური?
ნაწიბური, კანის მომკვრივო კონსისტენციის წარმონაქმნი, ყალიბდება ტრავმის, ჭრილობის, ქირურგიული ჩარევისა თუ დაავადების (კანის ნებისმიერი პათოლოგია) გამო.
კანის დაავადებისას განსაკუთრებული ნებისყოფის გამოვლენაა საჭირო და დაუშვებელია გამონაყარის წვალება, რადგან აკნეს მექანიკური გაღიზიანების შემთხვევაში ნაწიბურის განვითარების რისკი იზრდება. თუ გამონაყარი ალაგდა, მაგრამ ნაწიბური მაინც დაგრჩათ, სავარაუდოდ, ჩირქოვანი კერა ხელით გაიღიზიანეთ (მუწუკის ამორწყვა). სწორედ ამიტომ აკნეს ხელი არ უნდა ახლოთ!
გასათვალისწინებელია გენეტიკური განწყობაც, მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი მიდრეკილია ნაწიბურებისკენ.
სხვადასხვა ტიპის ნაწიბური არსებობს - აკნესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე რთული ე.წ. კელოიდური ნაწიბურია.
ნაწიბურების მკურნალობა
გაითვალისწინეთ, ნაწიბური მკურნალობის/შეხორცების პროცესის ბუნებრივი ნაწილია. ზოგიერთი სრულყოფილად არასდროს ქრება.
მკურნალობის არაერთი მეთოდია დანერგილი იმისთვის, რომ ნაწიბური ვიზუალურად ნაკლებად შესამჩნევი იყოს.
რეკომენდებულია:
- ადგილობრივი სილიკონის გელი;
- სტეროიდები;
- ქირურგიული მკურნალობა;
- კანის კამუფლაჟი;
- ლაზერული თერაპია;
- კანის ფილერები;
- კრიოთერაპია.
წყარო: