როდის არის საშიში სისხლიანი ნახველი?
სისხლის ამოხველებას სამედიცინო ენაზე ჰემოფტიზი ეწოდება.
სისხლის ამოხველების მიზეზი სავსებით მოსალოდნელია ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიით, დაავადებით იყოს განპირობებული.
ნახველში სისხლი შეიძლება იყოს მკვეთრი წითელი ან ვარდისფერი; ზოგჯერ ნახველი ქაფიანია ან ერთგვარი ლორწოვანი ეფექტი აქვს.
ჰემოფტიზის დროს სისხლი ფილტვის გარკვეული უბნიდან ამოდის, თუმცა სისხლი შესაძლოა მოდიოდეს კუჭიდანაც. სწორედ ამიტომაა სასურველი მიმართოთ ექიმს, რადგან მხოლოდ სპეციალისტს და შესაბამისი დიაგნოსტირების საფუძველზე შეუძლია მიაგნოს სისხლდენის პირველად კერას. დასადგენია გამომწვევი მიზეზი, ანუ თუ რატომ კარგავს ორგანო სისხლს. უმეტესი გამომწვევი მიზეზი არ არის სერიოზული და ექვემდებარება მკურნალობას. თუმცა თავისთავად ფაქტი, რომ სისხლი ამოახველეთ, საყურადღებოა! შესაძლოა სისხლიანი ნახველი მწვავე ინფექციის ან ფილტვის კიბოს სიმპტომი იყოს.
ერთ ჯერზე დიდი რაოდენობით სისხლის ამოხველება სიცოცხლისთვის საშიშ გართულებად შეიძლება გადაიქცეს და ამ შემთხვევაში პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში.
გახსოვდეთ, თუ ამოახველეთ დიდი რაოდენობით სისხლი ან მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ ხველების დროს ამოგაქვთ რამდენიმე ჩაის კოვზის ოდენობის სისხლი.
სასწრაფოდ გჭირდებათ სამედიცინო დახმარება თუ კვირაზე მეტია სისხლიანი ნახველი გაქვთ ან ხველებას თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
- სიცხე;
- გულმკერდის ტკივილი;
- ღამის ოფლიანობა;
- სუნთქვის უკმარისობა;
- სწრაფად იკლებთ წონაში;
- თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება;
- სისხლი შარდში ან განავალში.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/17696-coughing-up-blood