ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორი გახდა ტურისტული კომპანია Zagorye.
კიევში მდებარე ტურისტული კომპანია 1991 წლიდან წარმატებით ოპერირებს ტურისტულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს ტურისტულ პაკეტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
Zagorye, საჭიროებისამებრ, სავიზო მხარდაჭერას გაგიწევთ.
ტურისტული კომპანია უამრავი მოგზაურის ბედნიერ, უსაფრთხო და კომფორტულ დასვენებაზე ზრუნავს.
Zagorye ერთ-ერთი პირველი უკრაინული ტურ-ოპერატორი გახდა, რომელიც საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის სერტიფიცირებულ აგენტთა სიას შეუერთდა და ამავდროულად წარმოადგენს პირველ ტურისტულ კომპანიას ქვეყნის მასშტაბით, რომელმაც მალდივებისა და სეიშელის მიმართულებით ჩარტერული რეისების ორგანიზებული პაკეტი შეადგინა.
Zagorye ფლობს არაერთ პრესტიჟულ ტურისტულ ჯილდოს, მნიშვნელოვანი მუსიკალური ფესტივალების, საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ტურნირების ტურისტული პარტნიორია, თანამშრომლობს ბევრ წარმატებულ და სანდო სასტუმროთა ქსელთან.