როგორ ავირიდოთ თავიდან სალმონელას ინფექცია?

როგორ ავირიდოთ თავიდან სალმონელას ინფექცია?

პრევენციის მეთოდები.

სალმონელას ინფექცია, ანუ სალმონელოზი, გავრცელებული ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც ვნებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.

ინფექცია ადამიანის ორგანიზმში იჭრება დაბინძურებული წყლისა თუ საკვების მეშვეობით.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სალმონელოზი იწვევს შემდეგ სიმპტომებს:

  • დიარეას;
  • სიცხეს;
  • მუცლის სპაზმს;
  • გულისრევას;
  • ღებინებას;
  • კანკალს, ციებას;
  • თავის ტკივილს;
  • პაციენტმა შესაძლოა შენიშნოს სისხლი განავალში.

პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი მარტივად უმკლავდება ინფექციას, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში იმდენად მწვავე ფორმით მიმდინარეობს (გაუწყლოება, ბაქტერემია, რეაქტიული ართრიტი და სხვა ტიპის გართულებები), რომ აუცილებელი ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზირება.

რისკ-ჯგუფში შედიან:

  • ჩვილები და ბავშვები;
  • ხანდაზმულები;
  • სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები;
  • ორსულები;
  • ადამიანი, რომელსაც ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა.

პრევენციის ეფექტური მეთოდებია:

  • პირად ჰიგიენაზე ზრუნვა (ხელები ხშირად დაიბანეთ);
  • საკვების სათანადოდ მომზადება;
  • არ მიიღოთ უმი ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქტები;
  • მოერიდეთ დაბინძურებულ წყალს და საკვებს.

განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ თუ ამზადებთ საკვებს ან უვლით ჩვილს, მოხუცს, ან ნებისმიერი ასაკის პირს, რომელსაც სუსტი იმუნიტეტი აქვს.

ხელები უნდა დაიბანოთ საპნით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში თუ:

  • ისარგებლეთ საჭირფარეშოთი;
  • გამოცვალეთ საფენი;
  • გაასუფთავეთ სივრცე, სადაც ცხოველის ფეკალიებია;
  • შეეხეთ უმ ხორცს;
  • შეეხეთ შინაურ თუ სხვა ცხოველებს, ჩიტებს ან ქვეწარმავლებს.

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/salmonella/symptoms-causes/syc-20355329