რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზის შესახებ?
ყრუ ტკივილი მარცხენა მკლავში, რომელიც ჩნდება და შემდეგ ისევ ქრება, სავსებით შესაძლებელია ინფარქტის სიმპტომი იყოს. თუმცა ეს ჩივილი სხვა პათოლოგიების ფონზეც ყალიბდება.
თუ გაწუხებთ სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში აუცილებლად გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება!
თუ დისკომფორტი გამოწვეულია ტრავმის ან დაჭიმული ნერვის გამო, პაციენტი შვებას იგრძნობს მკლავის დასვენებით, ყინულის დადებით, ტკივილგამაყუჩებლით. თუმცა სასურველია მიმართოთ სპეციალისტს და თუნდაც მსუბუქი ტრავმის დროსაც კი, რადგან თავიდან აირიდოთ გართულებები.
მარცხენა მკლავში ყრუ ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს (გაითვალისწინეთ, თითოეულ დაავადებას ყრუ ტკივილთან ერთად თან ერთვის შესაბამისი, ინდივიდუალური სიმპტომები):
- გულის შეტევა (ინფარქტი);
- როტატორული მანჟეტის დაზიანება;
- ნერვის დაჭიმულობა;
- მაჯის გვირაბის სინდრომი.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/dull-pain-in-left-arm-that-comes-and-goes